იმედი
გულში ტკივილად, სიმწარედ მოდის,
ზარებს რომ უნდა რეკავდეს მნათე,
ვერ ავუდივართ მთისხელა ლოდინს.
ამასობაში გაცვდა ხმლის წვერი,
როგორც ეს გული ჩაქრა, ჩაჟანგდა,
გავსებულია ფილტვები მტვერით,
აღარ გვაწვდიან ყლუპ-ყლუპ ჟანგბადსაც.
თითო კაცებმა ვერ ვზიდეთ ტვირთი,
ვერ შევუდექით მამულს ატლანტად,
დრო კი ულმობლად შუქივით მიდის,
და უცებ თვალმა სხივი დალანდა,
გამოარღვია ღრუბლების ფთილა,
,,მრავალჟამიერ" ერს გადმოსძახა,
და უსასრულო სიკეთის ნიშნად,
ჯვარი რწმენისა მწედ გადმოგვსახა.
მაია დიაკონიძე
26.11.2022წელი
No comments:
Post a Comment