სადარდებელს რა გამოლევს,
დარდი დარდებს ემატება,
სულ ვიარე ოლე, ოლე,
გულიც თითქოს მიამდება.
ხეს შევხედე ამწვანებულს,
ხავერდის ბუჩქს, ოქროს ახოს,
ღმერთს შევთხოვე, საქართველოს
აყვავება დამანახოს.
ოლე – პატარა ტყე გაშლილ ადგილას, მინდორში, მდინარის პირას და მისთ.
No comments:
Post a Comment