Monday, December 18, 2023

,,რა იცის ქარმა?!" ჩემი ლექსის პასუხად ბელა ჩოჩელი

 "რა იცის ქარმა"იმაზე მეტი

რაც ცხოვრებაში მოუჭორია?!

რა იცის ქარმა პოეტი ქალის
სიცოცხლის ჟინი და ისტორია.

რა იცის ქარმა პოეტი ქალის
აზვირთებული ეიფორია

სიცოცხლის კოდად გულისფიცარზე
ამოტიფრული რა უწერია.
არ იცის ქარმა ქალი პოეტი
ლექსის სტრიქონში რითმა გულია,
არ იცის ქარმა ზოგჯერ პოეტში
ერთის მაგივრად ორი სულია.
ბელაჩო.

No comments:

Post a Comment