Thursday, December 14, 2023

თუნდაც რომ გუშინ

 წამოვიყვირე, როცა გული ეტკინა ჩემს შვილს,

როცა ოცნების ნაგლეჯები წაიღო ქარმა,

ავიღე ფუნჯი და დვხატე სურათი ზეთში,

და ვეღარ ვენდე კაცის ძეთა აწყობილ რადარს.


ამაოება ამ ცხოვრების ვიგემე მრავლად,

შუქ-აჩრდილები გამოვხატე კალამით ტუშის,

ღვთისგან შენდობა როგორც მორჩილს, ისევე მწადდა,

რატომ მჯეროდა ზოგიერთის თუნდაც რომ გუშინ.






No comments:

Post a Comment