Thursday, December 7, 2023

მეტი იყოს სიკეთე

 ლურჯთვალება ფერია ჩამოსულა მიწაზე,

ჯადოსნური ჯოხით და თავზე ლურჯი ქუდით,

არ აკლია ფიფქების სინატიფე, სინაზე,'

არ უნდა რომ ამქვეყნად რამე მოხდეს ცუდი.

ჯადოსნურ ჯოხს შეახებს იებსა და ენძელებს,

ყველას, ყველას ჩაგვიქსოვს სილამაზეს გულში,

უნდა ყველა ჩვენგანი  დიდ სიყვარულს ეძებდეს,

მეტი იყოს სიკეთე, ვიდრე იყო გუშინ.

No comments:

Post a Comment