ციკლიდან :
,, კუნწულა ლექსები ."
წამალი .
ეს სამყარო ,
მუქ ფერში ღება ,
ოცნება , უნდა
ცისარტყელას
ფერებით ფეროს ...
და უჩემობა ,
როგორც სენი
თუ შეგეყრება ,
მინდა , რომ
წამლად , ~
ჩემი გული
გამოგიწეროს !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
21 . 12 . 2023 წელი .
Gela Tsigroshvili
Გუჯას
/Სალაღობოდ/
უყვარხარ ამურს,მუდამ მზადაა,
(მითებიც უნდა გადაიწეროს)
შენი გულისთვის ახლაც გზადაა
Ასკლეპიოსი გადაიმტეროს..
Გელა..24.12.23
რადგან შენი დიდი გული სადგომი და გომურია,
ყველა მარტოხელა ძროხა შენს კარებთან მოსულია,
იწვევ კიდეც მრავალს, მრავალს გინდა წამლად ყველას ერგო,
გაიხსენე ის იგავი, ,,გლეხკაცი და ქილა ერბო"
No comments:
Post a Comment