ჯერ ვერ განვსაზღვრე ამ შეხვედრის დრო და ადგილი,
გაზაფხულია, ზაფხულია, შემოდგომაა,
იქნებ იქა სჯობს, სადაც ლაღად ჰყვავის ასკილი,
ნაზი ფერების ზეიმია და აღდგომაა.
ან იქნებ ზამთარს დავესესხო თეთრი მანდილი,
მოვისხა მხრებზე ჩრდილოეთის ლურჯი ციალი,
სამყაროს ველმა მოგიზიდოს ანდამატივით
და სიყვარულის სიხარული შევსვათ ფიალით.
No comments:
Post a Comment