Tuesday, December 19, 2023

მისწი-მოსწიეთ! (პატრიოტული)

მისწი-მოსწიეთ ფართო მხრები, ჩემო კლდეებო,
ანგელოზებმა რომ იფრინონ, მიეცით სივრცე,
კვლავ ითქარუნეთ ქართლის ველზე, ლურჯა ცხენებო,
მინდა სამშობლოს ჩემი სული და ხორცი მივცე.

ამოუცნობი ცვლადი არის ქართული გენი,
ამონახსენი ვერ ვიპოვეთ ამდენი წელი,
სამშობლოს ხსნის გზა ისევ გზაა გოლგოთის ჩვენი,
და როგორც ადრე, წინ მედგარი ბრძოლები გველის.

გალაკტიონის სილაჟვვარდეს გავყვებით ისევ
და მერცხლებივით მივენდობით დილას ადრიანს,
ყველა სპექტაკლი დამთავრება ანშლაგით ბისზე,
ვარსკვლავები ხომ ორბიტაზე კვლავაც გადიან.




No comments:

Post a Comment