Sunday, December 24, 2023

Сказка о радуге, русская народная сказка, ზღაპარი ცისარტყელაზე, რუსული ხალხური ზღაპარი, თარგმანი მაია დიაკონიძისა

 Сказка о радуге 

(русская народная сказка)


Жила на свете Радуга, яркая и красивая. Если тучи покрывали небо и на землю обрушивался дождь, Радуга пряталась и ждала, когда тучи раздвинутся и выглянет кусочек солнышка. Тогда Радуга выскакивала на чистый небесный простор и повисала дугой, сверкая своими цветами-лучиками. А было у Радуги этих лучиков семь: красный, оранжевый, желтый, зеленый, голубой, синий и фиолетовый. Люди увидели Радугу на небе и радовались ей. А дети пели песенки:

Радуга-Радуга, Радуга-дуга!

Принеси нам, Радуга, хлеба-молока!

Поскорей нам, Радуга, солнышко открой;

Дождь и непогоду ус-по-кой.

Очень любила Радуга эти детские песенки. Заслышав их, тотчас откликалась. Цветные лучики не только украшали небо, но и отражались в воде, множились в больших лужах и капельках дождя, на мокрых оконных стеклах… Все были рады Радуге…

Кроме одного злого волшебника Черных Гор. Он терпеть не мог Радугу за ее веселый нрав. Он злился и даже закрывал глаза, когда она появлялась после дождя на небе. Решил злой волшебник Черных Гор погубить Радугу и отправился за помощью к древней Фее Подземелья.

— Скажи мне, древняя, как избавиться от ненавистной Радуги? Уж очень мне надоели ее сияющие лучики.

— Укради у нее, — проскрипела древняя Фея Подземелья, — только один какой-нибудь лучик, и Радуга умрет, потому что жива она, только когда семь ее цветов-лучиков вместе, в одной семье.

Обрадовался злой волшебник Черных Гор.

— Да неужели так просто? Я хоть сейчас вырву из ее дуги любой лучик.

— Не торопись, — глухо проворчала Фея, — вырвать цвет не так-то просто.

Надо на ранней утренней заре, когда Радуга еще спит безмятежным сном, тихо подкрасться к ней и, как перо у Жар-птицы, вырвать ее лучик. А потом намотать его на руку и умчаться подальше от этих мест. Лучше на Север, где короткое лето и мало гроз. С этими словами древняя Фея Подземелья и подошла к скале и, стукнув по ней своей клюкой, вдруг исчезла. А злой волшебник Черных Гор подкрался тихо и незаметно к кустам, где на утренней заре среди цветов спала красавица Радуга. Ей снились цветные сны. Она не могла и предположить, какая беда повисла над ней. Злой волшебник Черных гор подполз к Радуге и протянул свою когтистую лапу. Радуга даже не успела вскрикнуть, как он вырвал из ее шлейфа Синий лучик и, крепко намотав его на кулак, бросился бежать.

— Ой, я, кажется, умираю… — только успела сказать Радуга и тут же рассыпалась по траве сверкающими слезинками.

— А Злой волшебник Черных Гор мчался на Север. Большая черная ворона несла его вдаль, а он крепко держал в руке Синий лучик. Злой волшебник свирепо улыбался, подгоняя ворону, и так спешил, что даже не заметил, как впереди засверкали переливчатые разводы Северного сияния.

— Это что такое? — крикнул он. — Откуда здесь взялась эта преграда?

А Синий лучик, увидев среди множества цветов Северного сияния и синий цвет, крикнул изо всех сил:

— Брат мой, Синий цвет, спаси меня, верни меня к моей Радуге!

Синий цвет услышал эти слова и тотчас пришел на помощь брату. Он подошел к злому волшебнику, вырвал лучик из его рук и передал быстрым серебристым облакам. И очень вовремя, потому что Радуга, рассыпавшаяся на мелкие сверкающие капли-слезинки, стала высыхать.

— Прощайте, — шептала она своим друзьям, — прощайте и передайте детям, что я больше не явлюсь на их призывы и песенки.

— Стой! Стой! — раздался вдруг радостный крик. — Стой, Радуга, не умирай! Я здесь, твой Синий лучик вернулся! — С этими словами он прыгнул на свое место посреди цветных братьев, между голубым и фиолетовым цветами.

Случилось чудо: Радуга ожила.

— Смотрите-ка! — воскликнули радостно дети, увидев на небе пляшущую Радугу. — Это же наша Радуга! А мы ее уж заждались.

— Смотрите-ка! — говорили взрослые. — Радуга засияла! Но вроде не было дождя? К чему бы это? К урожаю? К радости? К добру…

ზღაპარი ცისარტყელაზე
(რუსული ხალხური ზღაპარი), თარგმანი მაია დიაკონიძისა
ამ სამყაროში ერთი ცისარტყელა ცხოვრობდა, ბრწყინვალე და ლამაზი. როცა ცას შავი ღრუბლები ფარავდა და დედამიწას წვიმა ეწვეოდა, ის იმალებოდა და ელოდებოდა, როდის გაიწეოდნენ ღრუბლები და როდის გამოჩნდებოდა მზის სულ პატარა სხივი. მაშინ ცისარტყელა გამოდიოდა სამალავიდან და რკალად შემოევლებოდაა ცის უსაზღვრო სივრცეს, რომ ებრწყინა თავისი ფერ-სხივებით. ასეთი ფერ-სხივი კი ცისარტყელას შვიდი ჰქონდა: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. ადამიანებს უხაროდათ ცისარტყელას გამოჩენა ცაზე. ბავშვები კი სიმღერებს უმღეოდნენ:
ცისარტყელა, ცის-სარტყელა,
რძე და პური გვქონდეს ყველას,
მზის სხივები დაგვინთე,
მალე გაიამინდებს.
ცისარტყელას ძალიან უყვარდა ბავშვების ეს სიმღერები და როგორც კი გაიგონებდა, მაშინვე გამოეხმაურებოდა ხოლმე; ფერადი სხივები მხოლოდ ცაზე კი არ ჩანდა, წყალშიც ირეკლებოდა, მრავლდებოდა გზებზე გუბეებსა და წვიმის წვეთებში, ფანჯრების სველ მინებზე.
ყველას უყვარდა ცისარტყელა... გარდა შავი მთების ბოროტი ჯადოქრისა, რომელიც ვერ იტანდა მას მხიარული ხასიათის გამო. საშინლად ბრაზდებოდა და თვალებსაც კი ხუჭავდა, როცა ის წვიმის მერე ცაზე გამოდიოდა. გადაწყვიტა დაეღუპა და დახმარების სათხოვნელად გასწია მიწისქვეშეთის ერთი ღრმადმოხუცებული ფერიისკენ.
– თქვენო, უხანშიშესულობავ, როგორ მოვიშორო ეს საზიზაღარი ცისარტყელა?! ძალიან მომაბეზრა თავი მისმა მბრწყინავმა ფერადმა სხივებმა! - ჰკითხა ბოროტმა ჯადოქარმა მიწისქვეშეთის ფერიას.
– მოპარე ერთი სხივი და ისიც მოკვდება, ცისარტყელა ცხოვრობს, როცა შვიდივე ფერი ერთადაა, ერთ ოჯახში. - თითქოს დაიჭრაჭუნა, ხრინწიანი ხმით უპასუხა მიწისქვეშეთის ფერიამ.
შავი მთების ბოროტ ჯადოქარს გაეხარდა ეს ამბავი.
– ნუთუ ასეთი ადვილია მისი მოკვლა?! ახლავე წავალ და ერთ სხივს ამოვაცლი. – სიხარულით გადაიხარხარა მან.
– ნუ ჩქარობ! - დააშოშმინა მიწისქვეშეთის ფერიამ. - ეს საქმე დილით ადრე უნდა მოაგვარო, როცა სძინავს ცისარტყელას. მიეპარო და როგორც, ფასკუნჯს ფერადი ბუმბული, ისე უნდა ამოგლიჯო ერთ-ერთი ფერი. ხელზე გადაიხვიო და ჩრდილოეთისაკენ გაიქცე, სადაც მოკლე ზაფხულია, იშვიათია წვიმები და ჭექა-ქუხილი. – ეს თქვა დედაბერმა, მივიდა ერთ–ერთ კლდესთან, დასცხო თავისი ჯოხი და გაქრა.
მეტი რა უნდოდა ბოროტ ჯადოქარს. იმ დროს, როცა ლამაზ ცისარტყელას განთიადზე მინდორში ყვავილთა შორის ეძინა და ფერადი სიზმრები ესიზმრებოდა, მიეპარა ბუჩქებიდან ჩუმად და შეუმჩნევლად. რა იცოდა ცისარტყელამ, რა უბედურება ელოდა. გაიწოდა თავისი ძვლიანი ხელი ბოროტმა ჯადოქარმა და ცისარტყელას შლეიფიდან ლურჯი ფერი ამოგლიჯა ისე, რომ მან დაყვირებაც ვერ მოასწრო. მერე სწრაფად გადაიხვია ხელზე და გაიქცა.
– მგონი ვკვდები, – თქვა ცისარტყელამ და ცრემლ-წვეთებად დაიბნა მინდორზე ბალახებში.
ბოროტი ჯადოქარი კი ხელზე გადახვეული ლურჯი სხივით შავ ყორანზე შემომჯდარი ჩრდილოეთისკენ მიექანებოდა. საშინლად ჩქარობდა, ყორანსაც აიძულებდა, სწრაფად ეფრინა, გამარჯვების ღიმილი აღბეჭდვოდა სახეზე. ვერც კი შეამჩნია, რომ წინ ჩრდილოეთის ციალის გარდამავალი სხივები აბრჭყვიალდა. აყვირდა, ეს წინ ვინ გადამეღობაო.
ბოროტი ჯადოქრის ხელზე გადახვეულმა ლურჯმა ფერმა ჩრდილოეთის ციალის მრავალ ფერთა შორის ლურჯი ფერი შეამჩნია და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შესძახა:
– ძმაო, ლურჯო ფერო, მიშველე, დამაბრუნე ცისარტყელასთან!
ლურჯმა ფერმა გაიგონა მოძმის ძახილი, არ დაახანა, მივიდა ბოროტ ჯადოქართან და გამოგლიჯა ხელიდან ცისარტყელას ლურჯი ფერი. მერე სწრაფ ვერცხლისფერ ღრუბლებს გადასცა. სწორედ დროზე მოხდა ეს ამბავი, თორემ ბალახებში ცრემლ-წვეთებად გაბნეული ცისარტყელას ფერები მზეზე გამოშრობას იწყებდნენ.
– ნახვამდის! - იძახდა ცისარტყელა, ყველას ემშვიდობებოდა, - მე უკვე ვეღარასოდეს მნახავენ ბავშვები, აღარ გამოვჩნდები მათ ძახილსა და სიმღერებზე. - კვნესოდა სასოწარკვეთილი.
- შეჩერდი, შეჩერდი! მე დაგიბრუნდი შენი ლურჯი ფერი, – ყვიროდა ვერცხლიფერ სწრაფ ღრუბელზე ამხედრებული ლურჯი ფერი. მოულოდნელად ისკუპა კიდეც და თავის ადგილზე დაბრუნდა ცისფერ და იისფერს ფერებს შორის.
მოხდა სასწაული. ცისარტყელა გაცოცხლდა.
–შეხედეთ, – ყვიროდნენ გახარებული ბავშვები, როცა მოცეკვავე ცისარტყელა გამოჩნდა ცაზე, — ეს ხომ ცისარტყელაა, რამდენი ხანი ველოდით!
–შეხედეთ, - კვირვობდნენ დიდები, – წვიმა არ ყოფილა, ცისარტყელა კი ბრწყინავს ცაზე, ნეტავ რისი ნიშანი უნდა იყოს?! მოსავლიანობის? სიხარულის? სიკეთის...
თარგმანი მაია დიაკონიძისა

No comments:

Post a Comment