შიში ჩამიდგა
შიში ჩამიდგა თითქოს თვალებში,
შიში დაკარგვის რაღაც ძვირფასის,
მჩხვლეტს განუწყვეტლივ გულის არეში,
არ მინდა გაქრეს ღამის მირაჟი.
შენ - მთვარე, მწყემსი ეულ ვარსკვლავთა,
მე - გადებული შენამდე ხიდი,
არ მინდა მითხრა: ,,მორჩა, გათავდა!"
ისევ მდინარის ნაპირზე გიცდი.
როგორც უდაბნოს ხე საქსაული,
ვით პირამიდა ქვიშაში მდგარი,
მომლოდინე ვარ მეც სასწაულის, -
ახმიანდება დიადი ქნარი.
მაია დიაკონიძე
13.12.2023 წელი
No comments:
Post a Comment