Saturday, December 23, 2023

ლექსი თვითონ უნდა იყო!

ლექსი თვითონ უნდა იყო!
ლექსი უნდა წერდეს ვნებას,
ფაფარაშლილ ლურჯა რაშის,
გინდაც ჯოჯოხეთში ებას,
ვარსკვლავს წყვეტდეს ქარიშხალში.
ლექსი უნდა გწერდეს თვითონ,
შემოჰქონდეს გრძნობა ტანში,
ლექსი - ნატვრისთვალი, ხვითო,
მოსაძებნი ედემ-ბაღში.
ლექსი - რითმა, ლექსი - მუხტი,
არ დაგიდევს გზებსაც იწროს,
ვახტანგი თუ გურანდუხტი,
ლექსი თვითონ უნდა იყო.
მაია დიაკონიძე
23.12.23 წელი

No comments:

Post a Comment