Friday, December 29, 2023

თემურ ჩალაბაშვილს!


თემურ ჩალაბაშვილს!
მზერა მკაცრი და ირონიული,
ქვეყნის ორგული თუ იდგა შენ წინ,
განწყობილება ზემინორული,
ზიზღს მიაგებდი შენიდან შენ წილ.
°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°
ლომი იყავი, აიშალე ოქროს ფაფარი,
როგორც გჩვეოდა, გარინდებით გზას გაუყევი,
ბევრ მოღალატეს მიაყარე თვალში ნაცარი,
წინ მიგიძღოდა ფიროსმანი, ძმა განუყრელი.
ეფერებოდი სიტყვებს, როგორც გლადიოლოსებს,
ერკინებოდი ხშირად ლექსებს, გლადიატორებს,
წაიფორხილე, ვერ მიხვედი ლექსის ბოლომდე,
ვერ დაეხსენი ბედისწერის ულმობელ ტორებს...
მაია დიაკონიძე
28.12.2023 წელი

თემურ ჩალაბაშვილის ხსოვნას!

ყაყაჩო მოჩანს თითქოსდა თოვლში,
სისხლი დაღვრილა ვენიდან ჩემი, ვდგავარ ვით მუხა უავდაროში და დამცემია შიგ გულში მეხი.


No comments:

Post a Comment