დაუთოვია
დაუთოვია გაღმა ფერდობი,
დაუფენია ყვავილთვარსკვლავნი,
უკვე ამინდსაც ვეღარ ენდობი,
სიცარიელის მარწევს აკვანი.
აქა-იქ შავი წერტილი, მძიმე,
მრავალწერტილი, სიტყვა, სტრიქონი,
მე თეთრი თოვლით ავივსებ ქისებს
და სულის შვებას შენში ვიპოვი.
15.12. 2023 წელი
No comments:
Post a Comment