Wednesday, December 6, 2023

სატრფიალო (ხალხურ მოტივებზე)

სიმღერა
(ხალხურ მოტივებზე)
ეგე რა ჩემი საქმეა,
ვინ გიყვარდა ან გიყვარს,
ეს ჩემი გული სავსეა,
ფრფენით ზეცისკენ მიმყავს.
ღრუბლებში გავინავარდებ,
როგორც თვალმწვანე ქორი
და თუ ისევე გაავდრდეს,
რომა ვარ შენი სწორი, –
მიხვდები, შემოგაფარებ
ფრთებს, როგორც ზეცის ფარდას,
ნიადაგ ჩემთან გინდოდეს
და არვინ ჩემდა გარდა.

ვაჟი:
ქალო, რაისად მემდურვი,
სხვა არც მიყვარს, არც მიყვარდა,
წუთისოფლის ვარ  მე მდგმური,
აბოლებული ნისლადა.

დავწვები, ნაბადს გავიფენ,
შუქურვარსკვლავად მეგულვი,
ჩემო შრიალა ალვის ხევ,
სულ შენ გკუთვნის ეს გული.

მაია დიაკონიძე
6.12.2023 წელი


.ფრფენა – თავს შემოვლება: ტრფიალება.


No comments:

Post a Comment