ბავშვობის მოგონებებიდან:
დედამ ერთხელ ჩექმების საყიდლად წამიყვანა. მოვათვალიერე ჩექმები, მაშინ უცხოურს და ლამაზს თბილისის მაღაზიის დახლზე ვინ დაგიწყობდა, დახლქვევით უნდა გეყიდა. არაფერი არ მომეწონა ჩექმებისნაირი, თვალი ერთ ქუსლებიან ფეხსაცმელზე შევაჩერე. რა თქმა უნდა, მთლად მაღალქუსლიანი არ იყო, მაგრამ უფრო მაღალი, ვიდრე სკოლის მოსწავლეებს ეცვათ. ავიჩემე, ეს მიყიდე-მეთქი. დედამ ბევრი იყოყმანა, ცივია, ეს ვერ გაგათბობს, მოსწავლის შესაფერისიც არ არისო, მაგრამ ბოლოს მაინც მიყიდა, გული არ დამწყვიტა.
იმ ზამთარს მციოდა კიდეც, ფეხსაც მტკენდა ის ოხერი ფეხსაცმელი, მაგრამ გმირულად დავდიოდი, დედას გული არ ეტკინოს, ჩემს ნებას რომ დაჰყვა მეთქი. მერე მივხვდი, რომ მშობელს უნდა დაუჯერო, მაგრამ ჭკუაც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა. მაინც მიხაროდა, კოხტა და განსხვავებული ფეხსაცმელებით რომ დავდიოდი იმ ზამთარს. მომდევნო წელს ფეხიც გამეზარდა და სასწრაფოდ ჩექმები ვაყიდინე დედას.
მაია დიაკონიძე
23.12.2023 წელი
No comments:
Post a Comment