Thursday, December 1, 2022

მე დაგიყარე... სიმღერა დაწერა და შეასრულა გიული ერგემლიძემ (სატრფიალო)

მე დაგიყარე...
მე დაგიყარე ზღვის კენჭები ხელისგულებზე,
რომ შენს თვალებში მზის სხივებად, მთვარედ ებრწყინათ,
და მოვყვებოდი შენს ოცნებებს, ვქსოვდი ბუდეებს,
მუდამ გეძახდი გადაკარგულს: ,,შემო, მზევ, შინა!".
სახლში კი, როგორც ალმასს ისე, გიფრთხილდებოდი,
გთლიდი, გრანდავდი, მრავალკუთხად, მრავალწახნაგად,
მეგონა, ჩემთვის ვითარც ცეცხლი დაინთებოდი,
მაგრამ არ მოხდა, არ ასრულდა, აღარ აალდა.
არ მომიტანა მე ვარდები მთვარის ფიქალმა,
დავრჩი სიზმრების და ზღაპრების ერთგულ ფერიად,
და თუ ისევე ჩამიფრინა ყვავმა მყივარმა,
გეტყვი, ცდისათვის ყველა ძალა გამომელია.
მაია დიაკონიძე
1.12.2022წელი

,




 





No comments:

Post a Comment