რამდენმა ლექსმა გისათუთა, შენ ხომ არ იცი,
სტრიქონებსა და სტრიქონშუა ხატებად გსახა,
თუ არ გიყვარვარ, რაზე მიჭერ, ცაში გამიშვი,
პეპელად გადვიქცე და შემოგხვდე ედემის ბაღთან.
გახსოვს, მიძღვენი თეთრი ვარდი, თანა მაქვს ახლაც,
შენ თუ შემოგრჩა სიყვარული ნეტავ მისხალი,
ვარდის ფურცლები ნოემბრის ქარს მინდორშიგააქვს,
თუ არ გიყვარვარ, ნუ ახანებ, ახლა მითხარი.
No comments:
Post a Comment