ელგუჯა
შენთან მიჯობს
1 . თვალებში მაქვს ცისარტყელას
ფერთა წყება ,
მსურს ბაგეზე ვარდის ფურცლად დაგეფინო ...
და თუ გზაზე
უნებურად გაავდრდება ,
ვიქცე ქოლგად ,
არ დასველდე თვალის ჩინო .
2 . აგერ , შეხე ,
ნუშ ~ ატმები
როგორ ყვავის ,
გარეშემოს როგორ
ადევს ფერი წმინდა
და ისე ვარ ,
დაკარგვა რომ
მინდა თავის ,
რადგან ვიცი ,
ის მიპოვის ,
ვინც მე მინდა .
3 . ამანთე და მაბრიალე
როგორც თონე ,
მაგ მკლავებში ,
აშკარაა ვნება გიჟობს ,
შენი სუნთქვა , ყურთან
ახლო გამაგონე
და სიცოცხლეც , უსასრულოდ
შენთან მიჯობს !
5 . 12 . 2022 წელი
No comments:
Post a Comment