Friday, July 18, 2025

დიმიტრი ჭელიძის შესახებ! წინაპრების გახსენება

 ორჯერ დავდე ეს პოსტი და რატომღაც იშლება, რაშია საქმე, ვერ გავიგე. გავიხსენოთ ჩვენი დიდებული წინაპრები!

ჩემი მეუღლის დიდი პაპა( ბაბუა) - დიმიტრი ჭელიძე იმ ხანად ცნობილი ადამიანი იყო. ხუთი ვაჟისა და ორი ქალიშვილის მამა. საუკეთესო მეურნე, იმ ხანად გურიაში ცოტას თუ ჰქონდა ისეთი ეზო- კარი, გერმანული ბუხრებით, ჭურჭლით, ლამფებით. იცოდა რამდენიმე უცხო ენა, მსახურობდა ბათუმში. პეტრე ჟღენტი - სოფლის მეურნეობის ეკონომიკის და მართვის ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც მას კარგად იცნობდა, მისი გარდაცვალების მერე ხშირად იმეორებდა, მეფედ დასასმელი კაცი იყოო.
მაშინ როცა ალექსანდრე მესამე - რუსეთის იმპერატორი ეწვია საქართველოს, დამხდურთა შორის იმყოფებოდა დიმიტრი ჭელიძეც, რომელიც მას თბილისშიც ჩამოყვა, შემდეგ ქუთაისშიც, სადაც გურულების გუნდმა ,,ხასანბეგურით" დახვედრა მოუწყო. იმპერატორმა იკითხა, რას მღერიანო, ამ დროს მოიხმო დიმიტრი და სხარტი პასუხისთვის, სავარაუდოდ, ფულადი ჯილდოც გადაეცა.
ერთხელ დიმიტრი მეუღლესთან - ნადია ლომაძესთან ერთად დაპატიჟებული იყო თავადთან. იგი მეუღლისგან განცალკევებით დასვეს, რაც დიდ შეურაცხყოფად მიიჩნია და დატოვა სუფრა.
გვახსოვდეს წინაპრები! წარსულის გარეშე ბედნიერი მომავალს ვერ ავაშენებთ!

No comments:

Post a Comment