Wednesday, July 16, 2025

დავდუმდი (პატრიოტული)

 დავდუმდი

დავდუმდი, აღარ ვხმაურობ,
ან კი რომელი ხმა ვარ,
თუ გირჩევნია სხვა უფრო,
შენს სალოცავს და ხახმატს.
გეძახე, ვერ გაგონე,
მგონი, ვეღარ ცნობ შენიანს,
ეს განშორება მაგონებს, -
უშვლოდ დარჩენილ შველიანს.
ან მგელი შეჭამს, ან ტურა,
ჩასაფრებული ბევრია,
სამშობლოს თალხი ახურავს, -
ცრემლით უძღებ შვილს ელიან.
დავდუმდი, აღარ ვხმაურობ,
ან კი რომელი ხმა ვარ,
თუ გირჩევნია სხვა უფრო,
შენს სალოცავს და ხახმატს.
მაია დიაკონიძე
16.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment