Friday, July 4, 2025

სამშობლოს (პატრიოტული)


სამშობლოს!
ვტირი, არ ვიცი, რატომ,
ვტირი, არ ვიცი, რისთვის,
ჩემი სამშობლო მტკივა,
ერთი დვრიტა ვარ მისი.
ბებიას ვარდების ბაღიდან
ვიგრძენი მე შენი სურნელი,
კანფეტით, პაპა რომ მაწვდიდა,
გემოთი კოწახურ-კუნელის.
გობიდან ეკალას ფხალით და
ფეხით შემოვლილი ვენახით,
ტახტთან დაგდებული ხალიდან,
პეპლებით ბავშვობა მეძახის.
ჩამჭიდე მძლავრად ეგ ხელები,
სამშობლოვ, არსად არ გამიშვა,
სისხლს ანთხევ, ვგრძნობ ახლა, ხველებით,
და ხორში სიტყვები გამიშრა.
მაია დიაკონიძე
4.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment