Friday, July 25, 2025

ჰგავხარ... (პატრიოტული)

ჰგავხარ...
ჰგავხარ ნამეხარ მუხას,
დრო აღარაფერს არ ცვლის,
დელგმა დაგადის უხვად,
ქარბუქი ფოთლებს გაცლის.
ფესვებს მახრები გიჭამს,
დასტირი უწყლო სვე-ბედს,
დაცლილა შენი ფიჭა,
ფუტკარი ყვავილს ეძებს.
ხელნაწერები სდუმან,
ხატ-ჯვარს ცრემლები სცვივა,
ნუთუ თვით ქართველს უნდა,
მოგჭრას ნაჯახით ცივად.
მაია დიაკონიძე
23.07.2025 წელი




No comments:

Post a Comment