სამშობლოს!
გადამიარა ტალღამ არაგვის,
შენი ცრემლები გადმომაყარა,
ან არ ვიქნები უკვე აღარა.
ფსკერზე კენჭებად შემოგეყრები,
ლალის, ფირუზის, ზურმუხტ- ალმასის,
მინდა მზემ მომრთოს შენი ეკენის,
მე არ შევხვდები უკვე არავის.
შენს ბილიკებზე დავლიო სული,
გადამეფაროს ბალახი მწვანე,
სხვას დარჩეს ჩემი მთრთოლვარე გული, -
რა უნდა იყოს ამაზე მწარე?!
მაია დიაკონიძე
27.07.2025 წელი
No comments:
Post a Comment