Friday, July 18, 2025

მაიას რჩევებიდან

 მაიას რჩევებიდან:

1. თუკი ადამიანს უთმობთ დროს, ენერგიას, გულის სითბოს და სამაგიეროდ ვერაფერს იღებთ, თქვენი სულის საწყაო ნელ-ნელა დაცარიელდება, მხოლოდ უანგარო, ღვთიური სიყვარული ავსებს ადამიანის სულს. არ ელოდოთ არავისგან არაფერს.
2. თუ სჭირდებით ადამიანს, აუცილებლად გიპოვით, სადაც არ უნდა იყოთ, თავს ნუ დაიმშვიდებთ, მეძებდა და ვერ მიპოვაო. ,,ვინც ეძებს, ის ჰპოვებს".
3. ყველაზე მთავარი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბედნიერი გაგხადოთ, თქვენ თვითონ ხართ, ისწავლეთ, გააბედნიეროთ საკუთარი თავი, თუ ამას სხვები ვერ ახერხებენ. ამოიგდეთ ცუდი აზრები თავიდან.
4. სიყვარული დისკომფორტიცაა და კომფორტიც, გააჩნია, რა მხრიდან შეხედავ. რომ გიყვარს - ბედნიერებაა, სიყვარული ბევრის ხვედრი არაა, მაგრამ ბედნიერი ადამიანი მუდამ შურის ობიექტია, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.
5. ზოგჯერ მარტო იმიტომ ვცხოვრობთ, რომ ჩვენი წასვლით ვინმეს ტკივილი არ მივაყენოთ. იმის ცოდნა, რომ ვიღაცას ვჭირდებით, ადამიანს სიცოცხლის სტიმულს აძლევს. თუ არავინ გყავთ, შინაური ცხოველი გაიჩინეთ.
6. პოეტი თავისი ლექსებით ახალ სიცოცხლეს ქმნის. კარგი ლექსები ვარსკვლავებივით იფანტება კოსმოსში და შუქს აწვდის სასოწარკვეთილთ, რომ სიბნელეში ფეხი არ დაუცდეთ. ასევე ვიტყოდი სხვა ღირებულ მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ ხელოვნების ნიმუშებზე.
7. ზოგჯერ ადამიანებს სასოწარკვეთა იპყრობთ, ბრძოლას აზრი არ აქვსო, ნურასოდეს ჩამოუშვებთ მხრებს, მოძრაობა გამარჯვების საწინდარია. გახსოვთ, ალბათ, იგავი ბაყაყზე, რომელიც ღრმა რძიან ქოთანში ჩავარდა, იმდენი იფართხალა, რძე კარაქად გადაიქცა და დაღრჩობას გადარჩა.

No comments:

Post a Comment