Friday, July 25, 2025

სად გეძებო (სიმღერა)

 სად გეძებო (სიმღერა)

სად გეძებო ასე კარგი,
თუკი უცებ დამეკარგე,
ვერა ვკიდო თვალი გიშერს,
მოოჭვილ ხმალს და ფარ-შიმშერს.
სულ მახსოვხარ ვეფხის ტყავით,
საუკუნო სიდიადით,
გვერდს მიმშვენებ, როგორც ნესტანს,
ამაცილებ გულში ნესტარს.
შენ არ მეტყვი სიტყვას ლიტონს,
ამას ჩვენი გენი ითხოვს...
სად გეძებო ასე კარგი,
თუკი უცებ დამეკარგე.
მაია დიაკონიძე
25.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment