Saturday, July 12, 2025

რუ მოწანწკარებს (საბავშვო ლექსი)

 რუ მოწანწკარებს

რუ მოწანწკარებს, მიმორბის ველად,

ქვებზე, კენჭებზე ათასფრად ელავს,
ახარებს ყვავილს, კომშსა და ტყემალს,
მზეზე ათასფერ ბუშტებსა ბერავს:
- ვაპურებ ყანას, ვამწიფებ თავთავს,
უხვ მოსავალში მეც მიდევს წილი,
თქვენ არ მოგაკლდეთ მომავლის რწმენა,
ავივსებ ჯიქანს ღამით და დილით
ისევ ჩავირბენ ხასხასა მინდვრებს,
ზეცას ვაჩუქებ კამკამა ღიმილს ,
ისიც მომიძღვნის უამრავ ქებას, -
ბავშვის მოვისმენ სიცილს და კისკისს,
აფერადდება ფერდობი მწვანედ,
ლურჯ იებს ისევ მოისხამს ველი,
ნიავი ღამით მიმღერებს ნანას,
ჩამეხუტება მშობელი ჩემი.
მაია დიაკონიძე
27.06.2017 წელი

No comments:

Post a Comment