Friday, July 25, 2025

ახლა ვხედავ...

ახლა ვხედავ, რომ არა აქვს დასასრული
სევდის დღეებს, უიმედო იმედს,
მიკვირს, ხშირად როგორა ვარ დაკარგული,
ჩემი პოვნა მე თვითონვე მიწევს,

ბრმა და ყრუა ეს სოფელი, სამწუხაროდ,
მწედ და ძიძად შენს თავს შენ თუ ექეც,
და რამეთი უმნიშვნელოდ თუ კი ხარობ,
შხამს გესვრია, აღმატებულს გველზე.

ცად დაუდგამს ჩიხტიკოპი თავზე მთვარეს,
და თამაშობს ვარსკვლავებთან ბანქოს,
კიბე მივდგი, მაღლა ცაში ავიპარე,
იქნებ, ცელქმა ცის ნიავმა მარგოს.
მაია დიაკონიძე
23.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment