Sunday, July 20, 2025

იქცნენ შაშვებად

იქცნენ შაშვებად
მზე მიეფარა ღრუბლებს პირშავებს,
და ზეცა გახდა ჩემთვის უგულო,
დედა მზე ალბათ როგორ იჯავრებს,
არ მინდა ამას ცივად ვუყურო.
ზეცისკენ თხოვნით აღვაპყრობ ხელებს,
ცხრაკლიტულიდან ვთხოვ მზის გაშვებას,
ანგელოზები ღრუბლებსა წველენ
და ის წვეთები იქცნენ შაშვებად.
მაია დიაკონიძე
20.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment