მაიას რჩევებიდან:
1. პატივი ეცით მეუღლეს, არასოდეს დაამციროთ შვილების და უცხოების თვალწინ. შვილები ისევე მოგექცევიან თქვენ, როგორც მეუღლეს ექცეოდით.
2. გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან ადამიანები, რომლებიც არ გაფასებენ. თქვენ არ ხართ ნივთი, რომელიც შემოდებულია თაროზე ან სადმე სკივრშია შენახული და როცა სჭირდებით, მაშინ უნდა გაახსენდეთ.
3. ყველა წაკითხული წიგნი მოგონებების სკივრია, ხელახალი წაკითხვით მრავალ სიამოვნებას დაიბრუნებთ, ადრე განცდილს.
4. დიდი სიყვარულისგან გული შეიძლება გასკდეს, როგორც ფაიფურის ჭურჭელი, მისი ნამსხვრევები სხვათა გულებშიც შეაღწევს. დიდი სიყვარული უკვალოდ არ ქრება, რჩება ლექსებში, სიმღერებში, ლეგენდებში, მუსიკაში.
5. მიეცით ადამიანებს უფლება დაგტოვონ, წამსვლელი მაინც წავა, დამრჩენი მაინც დარჩება, წიხლითაც რომ გააგდოთ.
6. თუ ადამიანს ხშირად ავიწყდებით, ან დემენცია აქვს, ან არ უყვარხართ.
7. სიყვარული სისუსტეცაა და სიძლიერეც ერთსა და იმავე დროს.
მაია დიაკონიძე
5.07.2025 წელი
No comments:
Post a Comment