Friday, July 25, 2025

ზვიად გამსახურდიას მკვლელებს!

 ზვიად გამსახურდიას მკვლელებს!

განა კაცის კვლა გინდოდა,
ასე ამბობ, შემომაკვდა,
ქვეყნისათვის რომ იბრძოდა,
დააჩოქე შენს ორკაპთან.
გოგო- ბიჭი გადაკარგე,
ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით,
ვერაფერი რომ ვერ არგე,
დაავიწყე ზღაპარ-მითი.
გული როგორ მოგიბრუნდა,
რომ გაყიდე ქართველთ მიწა,
ვიღაც იბრძვის ედინბურგთან,
თვისას - არა, სხვისას იცავს.
აღარ იცის დღეს ქართველმა
არც აკაკი, არც ილია,
ვატყობ, ცოდვამ კაენისამ,
ჩვენი სისხლიც გადარია.
მაია დიაკონიძე
22.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment