Friday, July 25, 2025

შენთვის მაინც არ სცალიათ!

 შენთვის მაინც არ სცალიათ!

თუნდაც ღამე გაათიო,
ამოკენკო მარცვალია,
დაემსგავსო გალაკტიონს,
შენთვის მაინც არ სცალიათ.
ყველა თავის ქვაბს ჩასცქერის,
(ეს ხერხიც ხომ ნაცადია),
მზე დაგვყურებს ალმაცერი,
შენთვის მასაც არ სცალია.
მაგრამ ქვეყნად ვერვინ შეგცვლის,
სიტყვამჭევრს და ნამ-ცვარიანს,
ერთობიან კედელს ცერცვით...
რა ვუყოთ, რომ ,,არ სცალიათ".
მაია დიაკონიძე
23.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment