Tuesday, July 29, 2025

როცა მჭირდები!

როცა მჭირდები!
როცა მჭირდები, მაშინ არა ხარ,
არ გესმის ჩემი გულის ჟღარუნი,
როცა მე გელი, რჩეულ ამხანაგს,
ზეცა ჩამოდის ჩემთან შხაპუნით.
მე როცა მტკივა, რად არ მწმენდ ცრემლებს,
სად არის შენი ლმობა, დანდობა,
ჩემი გულ-ბუდე დარჩებათ მერცხლებს,
ვით ბედნიერი ახალგაზრდობა.
მაია დიაკონიძე
29.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment