Thursday, July 10, 2025

ვეღარ შევკარი

ბოღჩა
ვეღარ შევკარი ბოხჩა,
ბებიას ბოღჩის მსგავსი,
შორს ჰორიზონტი მოჩანს,
ხან ელვარე, ხან ნავსი.
პრელუდიაა, ალბათ,
საწუთისოფლო დღენი,
იქ უცილობლად წავალთ,
ნუ დავაჩქარებთ ჩვენით.
მაია დიაკონიძე
10.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment