Saturday, July 26, 2025

მაიას რჩევებიდან

 მაიას რჩევებიდან:

1. თუკი ადამიანმა იცის, რომ რაღაცა არ მოგეწონათ და მაინც იგივეს აკეთებს, არამცთუ სიყვარულზე, პატივისცემაზეც კი არაა ლაპარაკი. შორს დაიჭირეთ თავი ასეთი ადამიანებისგან, რადგან არასოდეს მოერიდებიან თქვენს გულის ტკენას.
2. შეიძლება თქვენ სენტიმენტალური ხართ, ხშირად ღვრით ცრემლებს სხვათა გამო, მაგრამ ცხოვრება ძალიან მკაცრია, არავის აინტერესებს თქვენი გულის დუღილი, თვით იმათაც, ვისთვისაც ტირით.
3. ნურავისთან ილაპარაკებთ თქვენს პირადულზე, გაჭირვებაზე, პრობლემებზე. იმ წუთას გითანაგრძნობენ, გახვალთ თუ არა, საჭორაო ობიექტი გახდებით, ხოგჯერ - დაცინვისაც კი.
4. ნურავის ენდობით ცხოვრებაში, თვით საკუთარ თავსაც კი, საყვარელ თოფ-იარაღსაც უღალატია კაცისთვის.
5. ცხოვრებისეული გამოცდილება წლების მანძილზე დაგროვილი, ყველაზე დიდი განძია ადამიანისთვის, თუ სწორად გამოიყენებს.
6. ათასი წიგნიც რომ წაიკითხოთ, იმდენს ვერ მოგცემთ, რასაც ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი.
7. პატარების ენით ანგელოზები ღაღადებენ, დავუჯეროთ მათ.
8. ნუ გადაიქცევით ვინმეს მონად, ფრთებშეკრული ბულბული ვერასდროს იმღერებს.
9. ცხოვრებისეულ პრობლემებს იუმორით ებრძოლეთ. ხუმრობა ყველაზე კარგი წამალია გატანჯული სულისთვის, ხშირად გაიღიმეთ, იცინეთ, ზოგჯერ საკუთარ თავზეც.
10. ნურაფერი გაგაკვირვებთ ცხოვრებაში, ნურც კარგი, ნურც ცუდი. პირველი ღვთის ხელით ხორციელდება, მეორე - სატანის. რომელ მხარეზე დადგებით, არჩევანი თქვენზეა.
11. თუ ადამიანი არ ცდილობს გაგახაროთ, რითაც შეუძლია, არ უყვარხართ, ილუზიებში ნუ იქნებით.
12. სიყვარული ზოგჯერ მსხვერპლად თავის შეწირვას მოითხოვს, მაგრამ წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ ეს შეიძლება ამაო იყოს და თქვენი თავგანწირვა უფლის მეტმა ვერავინ დაინახოს. მთავარია მამაზეციერმა შეიწიროს თქვენი ცრემლები.
მაია დიაკონიძე
25.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment