Friday, July 25, 2025

ქაღალდის გემი

ქაღალდის გემი
ქაღალდის გემი ტივტივებს ზღვაში,
ერთ დროს მდინარეს რომ გავატანე,
(იმ დროს ვიყავი ხუთი წლის ბავშვი,
დღეს ჩემი წლები ძვლებში ატანენ).
ვერსად დაკარგა ვერც ოკეანემ,
ზღვა და ზღვა ცურავს, ზღვაა მეასე,
მის საძებნელად სულ მოვიარე,
არავინ მიხმობს ქვეყნად მე ასე.
მაია დიაკონიძე
21.07.2025 წელი

No comments:

Post a Comment