მზის სხივებად ჩაგეღვარე თვალებში
და შენც უცებ მომიქციე მკლავებში...
მეც
მოგენდე, როგორც ზღვის წყალს თოლია,
ვნების ტალღამ ორივ აგვიყოლია.
შენს გულში მაქვს საიმედო საფარი,
მომიყევი სიყვარულის ზღაპარი,
არ მოუშვა ჩემთან ქარი აშარი,
რომ არ გაქრეს რაც იყო და რაც არის!
მაია დიაკონიძე
25.11.2021წ~
No comments:
Post a Comment