თამაზ წივწივაძე — ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და მწერალი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და კვლავაც დარჩება ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში. იგი ცნობილი იყო თავისი პუბლიცისტური აქტივობით, ღრმა კრიტიკული ხედვითა და მკაფიო ლიტერატურული სტილით. წივწივაძის შემოქმედება გამოირჩევა ანალიზის სიღრმით, სამართლიანობითა და მაღალი ინტელექტუალური კულტურით. წლების მანძილზე, სიკვდილამდე, იგი იყო გაზეთ ,,ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორი.
როგორც მწერლი და როგორც კრიტიკოსი, იგი მუდამ ცდილობდა ქართული მწერლობის განვითარებასა და ლიტერატურული პროცესების ობიექტურ გაშუქებას. მისი წერილები, რეცენზიები და პუბლიკაციები დღესაც ღირებული წყაროა ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების კვლევისთვის.
მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი პოლიტიკური ხედვა, ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენისადმი მისი დამოკიდებულება, რაც ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესწავლისათვის საინტერესო მასალაა. იგი, როგორც ჟამთაღმწერელი, ჩვენი ქვეყნის ისტორიას გვიშლის თვალწინ.
იმედია, ამ ძვირფასი მასალის შესწავლა მოხდება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. რაც ადრე, მით უკეთესი.
დღეს - 12 ივლისი თამაზ წივწივაძის გარდაცვალების დღეა. ნათელში იყოს ამ სამშობლოზე შეყვარებული, ქედმოუხრელი, მამაცი ადამიანის სული.
No comments:
Post a Comment