გაუფერულდა მწვანე მინდვრები,
აღარ ასხია ლურჯ ყანებს ტარო,
სხეულში, გულო, ისე ცივდები,
თვალებში გინდა ცა ჩამატანო,
ნამტირალევი და ნაცრემლები,
როგორც ღვთიშობლის სახე, ვით ფრესკა,
გამოუფრინდნენ თვალში მერცხლები,
როდესაც შვილი მუხლებზე ეწვა,
მაია დიაკონიძე
11.07.2025 წელი
No comments:
Post a Comment