Saturday, July 5, 2025

 ძვირფასო, რამდენს მწერდი და გწერდი,

ამ ალალ გულში მიჩენდი იმედს,

ღიმილაკებით ავავსე გვერდი,

შენ კი მჩუქნიდი ვარდებს და ტიტებს.


მაგრამ ქვეყანა ახარებს ვინმეს?!

ქუჩს დავემსგავსე გაწოლილს კლდეზე,

გული გამხდარა დარდების მღვიმე,

ფუფალასავით ცად იმედს ეძებს.


ძვირფასო, რამდენს მწერდი და გწერდი,

ამ ალალ გულში მიჩენდი იმედს,

ცრემლით გავჟღინთე სუყველა გვერდი,

ტყუილად ველოდი ვარდებს და ტიტებს.


No comments:

Post a Comment