მინდა მეცვას ფერიების კაბა,
გაზაფხულის ყვავილების ფერი,
ავირიო ნაკვალევი მთაში,
წყაროს თავთან დამხვდებოდეს დევი...
ბარის ამბავს ვეტყოდი და ისიც
მოყვებოდა აუხდენელ ზღაპარს,
მერე ერთად მოვივლიდით ტყეებს, -
ვისწავლიდით სიყვარულის ანბანს.
ლექსის კაფია~კომენტარი
მაია დიაკონიძეს .
( ფშაურ კილოზე .)
1 . ტრფობისად დევი რას გარგებს ,
უქმად არ ჰკარგო ხანია ...
წყაროს თავს გელოდებიან
ბადრ~უსუპ~ამირანია .
2 . გმირთაგან ამაარჩიე ,
რაად ირთულებ ამბავსაც ,
შენი რჩეული გასწავლის ,
იმ სიყვარულის ანბანსაც !
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ . თესალონიკი.
26 . 04 . 2021 წელი.
თინიკო ჭეჟია:
შენ რა დევები ირჩიე,
რა გზა-ხიდები ჩაგიტყდა,
სულელ დევს ვერ მიგათხოვებ,
რა სიყვარული აგიტყდა?
22.05. 2021წელი
მაია დიაკონიძის პასუხი თინიკოს:
რომელ გზასაც დავადექი,
ყველგან ბაყბაყდევი დამხვდა,
საგმირეთი, როგორც ვატყობ,
იმ ქვეყანას გადასახლდა.
22. 05. 2021წ.
No comments:
Post a Comment