და ქარს ებრძვიან, ქარტეხილებს, ღრუბელთ ქაოსებს,
ხანდახან მხრებით აიტანენ მაღლა აისებს,
მკერდს შეუშვერენ ნიაღვრებს და სხივთა დაისებს.
გააცოცხლებენ მგზავრებს ნელი, შრიალა ჩრდილით,
შეიჭმუხნიან ზოგჯერ წარბებს, თითქოს რამ უკვირთ,
აძლევენ შვებას გულკეთილებს, მათ ქვეშე მყოფებს,
არ ახარებენ მოღალატეთ, ჯაშუშთ და მსტოვრებს, -
არ დაედება მათ საფლავებს ნათელი მთვარის,
აღარ დახვდება ჭირისუფალს საფლავზე სკამი,
მათთვის კუბოც კი არ იჭრება მუხის და ნაძვის,
რომელიც ახლაც გაიზრდება იმედად ხვალის.
No comments:
Post a Comment