მოჩითული ფარდა და შენ ფანჯრის იქით,
მაისობ და ვარდობ, ლალის ტუჩი გითრთის,
მე ბულბული ბაღში, შენთვის ნაზად ვგალობ,
გაჯადოვებ ხმებით, ყვავილთ დედოფალო.
განა სიყვარულმა დრო იცის და ხანი?
მეფეთამეფეა, ავდარია, დარი!
ხან ნარნარი წვიმა ჩვენს ნაკვალევს წაშლის,
მერე მზებატონი თავის სხივებს გაშლის.
მოჩითული ფარდა და შენ ფანჯრის იქით,
შემოგცინებ ნეტარს, სინაზით და რიდით,
ლამაზ ტუჩ-სახეზე ღიმილი რომ გიკრთის,
სიყვარული დავწნათ დიდი, დიდი, დიდი!
მისამღერი:
მოჩითული ფარდა,
ყვავილებით ველი,
ათასი წლის მერეც
გელი, გელი, გელი.
No comments:
Post a Comment