მინდა, ვიყოთ ჩიტუნები და ვიფრინოთ ტყეში,
მერე ერთხელ ერთ საღამოს წამოვიდეს თქეში,
შევიყუჟოთ ფოთლების ქვეშ, დავრჩეთ ქვეყნად მარტო,
ჩვენი დიდი სიყვარული მხოლოდ წვიმას ვანდოთ.
სიზმრად ვნახე, მგონი, ის დღე, ახლაც კარგად მახსოვს,
ცად ღრუბელი მიჰყვებოდა წვეთების ნაზ ნაქსოვს,
ჩვენ კი ნაზად ვჟღურტულებდით ღმერთის შორიახლოს,
ქარმა ყურში ჩამჩურჩულა: მახსოვს, მახსოვს, მახსოვს!
მაია დიაკონიძე
No comments:
Post a Comment