Saturday, May 15, 2021

 მოდი, ერთად ვიცეკვოთ,

ვარსკვლავებად ვიბრწყინოთ, 

გადავასწროთ ფრენაში 

შევარდენს და მიმინოს,

გავანათოთ სამყარო 

თვალთა გამონაშუქით,

საფირონის ზეცაში

გავემგზავროთ საჩუქრით.

სიყვარულის ლამპარი 

ავიტანოთ  ზემოთკენ,

ესე ჩვენი ამბავი

მთელ ქვეყანას ესმოდეს.

სიყვარული დავფანტოთ,

ვუწილადოთ გარშემო,

ათას ლამაზ ფერებად 

ბრჭყვიალებდეს სამყარო.

ყვავილებმაც იცეკვონ,

დაუარონ დავლური,

ერთ დიდ წრეში ჩაებას 

სითბო და სიყვარული.




 









No comments:

Post a Comment