ქალღმერთი ვარ სიყვარულის,
ბროწეულის ყვავილი,
ბზინვარება არ მაკლია,
ფერი და უმარილი,
მთელ სამყაროს მე ვანათებ,
მდიდარიც ვარ, ღარიბიც,
ვერ დამიტევს ვერც შავი ზღვა,
აზოვის თუ კარიბის,
სიყვარულის ქალღმერთი ვარ,
ბროწეულის ყვავილი.
ყველა მიგებს ფიანდაზებს,
მეგებება პატივით,
ზეცაც ჩემი ფერი არის,
აისიც და დაისიც.
მაია დიაკონიძე
No comments:
Post a Comment