ნეტავ, ლამაზი, ლაღი, იყო მუდამჟამს, ჩემო,
პეპელასავით ფრენდე, ალამაზებდე მდელოს,
შენს შორიახლოს ყველგან რომ ყვავილობდეს ია,
შენ აისივით კარგო, ალბათ მაია გქვია.
ფრთები მოგისხამს ჩიტის, ღრუბლებში ნაზად გალობ,
ანგელოზი ხარ ჩემი, სიჭინავების ქალო,
გაიფანტება ცაში შენი ნამღერი სიტყვა
და უსათუოდ, ვიცი, ღმერთთან ლოცვებად მივა.
და შეიკვრება მასთან ყველა ჩვენგანის ხიდი,
ვარსკვლავების ქვეშ, მზის ქვეშ, მუდამ სწორ გზაზე ვივლით,
ათამაშდება სხივი ჩვენს თვალებსა და გულში,
შენ, მოგზავნილო უფლის, სულ დაგვავიწყებ წუხილს!
No comments:
Post a Comment