ვარდის სურნელს არა მიჯობს,
დამეხსნება დარდები,
თუ გიყვარვარ, იქნებ გიჯობს,
ბაღში დარგო ვარდები.
ააყვავო და ედემში
მიმიწვიო ზამბახი,
იმდენ ვარდში მე ვიქნები
მათზე უფრო ლამაზი.
უნატიფესს და უზადოს
ვერვინ შემედარება,
ხან მოვდივარ ქარიშხალად,
ხან კი მზიან დარებად,
ვარდის სურნელს არა მიჯობს,
მიტომ ხშირად ბაღში ვარ,
გვერდს მიმშვენებს ვარდის ბუჩქი,
მე თეთრი ზამბახი ვარ.
No comments:
Post a Comment