სანამ სულიც უკვე სიკვდილს წაუღია,
სანამ ჩემი თავი ეშაფოტზე გდია,
სანამ სტომაქიდან ამოყრიან ხორცებს,
სანამ იმას ნახავთ, რაც რომ გაგაოცებთ,
გული ჩემი, ძმებო, ბავშვებს უწყალობეთ,
პატარებს და დიდებს, ფანჯრებიდან მზირებს,
გაყინულებს, თბილებს, ლამაზებს და ტკბილებს,
შაქარყინულები ჩაუტენეთ ხელში,
არა ნახონ ცუდი თავის ყოფა-დღეში,
არა ჰქონდეთ იმათ წუხილი და სევდა,
ის რაც მაწვალებდა, ის რაც უკან მდევდა,
სანამ იმას ნახავთ, რაც არ გაგაოცებთ,
ყვავილებს და ყინულს ნაოჭიან მკერდზე,
ჩემი სიყვარული გაუყავით მტრედებს.
No comments:
Post a Comment