თუთარჩელამ საპოვნელა მაპოვნინა,
განიკურნა სული ჩემი ობოლი.
ბედისწერამ გულის სევდა მომაშორა,
ნატვრის ხეო, მიერთგულე ბოლომდის.
ჩემი ბედი მოლოდინის ზღვა ყოფილა,
გულის გულში გადავმალავ უფლის გზავნილს.
როცა ფიქრობ დამთავრდაო ყველაფერი,
მაშინ ზეცა მზის თეთრ სხივებს გამოგზავნის.
ღმერთო ჩემო, მთელი გულით გევედრები,
გთხოვ ! შემარგე! ჩემი ფერი მიპოვნია-
მინდორ- ველის ყვავილებში დაგეძებდი-
თუთარჩელამ საპოვნელა მაპოვნინა.
ნატვრის ხეო, მიერთგულე ბოლომდის,
ჩემი ბედი მოლოდინის ზღვა ყოფილა,
მინდორ- ველის ყვავილებში დაგეძებდი-
თუთარჩელამ შენი თავი მაპოვნინა.
No comments:
Post a Comment