Saturday, January 2, 2021

საბავშვო

ლალი ბებომ ჩემს დიდ ბებოს განუცხადა ჩურჩულით,

თინიკაანთ თუ ყოფილხარ ამ ბოლო დროს მისული?

მერე უცებ დააყოლა, - სიბინძურის ბუდეა,

ნეტავ როგორ ჭამენ, სვამენ, ხალიჩაც არ უგიათ,

იატაკი ჩემი კიდევ, სუფთაა და პრიალა,

ჭერიც, ქვაბიც, საინიც კი ნათელი და ბრიალა,

ნეტავ მათთან როგორ უშვებ პაწაწინა ციალას,

ჭირი რამ არ აიკიდოს, სუნი უდით ქვიანად.

დიდმა ბებომ ლალი ბებოს გადახედა ღიმილით,

ასეთ სუფთას და კოპწიას, ახლოდან რომ მიღიმი,

მე რა ვიცი, რა გაქვს გულში, ჩემზეც იქნებ ჭორაობ,

გახვალ ახლა ამ სახლიდან, მერე სხვას რას უამბობ,

ჩემს ციალას თინიკაანთ დიდი გულით ელიან,

ხელგაშლილნი მასპინძლობენ, ცეკვავენ და მღერიან,

კაცში, კიდევ, პირველ რიგში, სული არის მთავარი,

ის არ იყოს ჭუჭყიანი, სხვას ყველას აქვს წამალი.





No comments:

Post a Comment